მოგესალმებით!!!

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ქართველი ბანკირების ელიტარულ სადისკუსიო კლუბში!
გაუზიარეთ თქვენი აზრი და ინტერესი კოლეგებს და გაეცანით მათ იდეებს; ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალებს; მიიღეთ და დატოვეთ კომენტარები საინტერესო თემებსა თუ სტატიებზე

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა
ბლოგის ავტორი „ბიზნესკურიერში“

იპოვე ბლოგში

2/04/2010

"ბანკი" თუ "ბანკა": კრიზისი სკანდალით დაიძლევა?!





Share ლადო გურგენიძე: ბუკლეტის მიზანი ახალი ანაბრის რეკლამირებაა
ლადო გურგენიძის „სახალხო ბანკმა“ ინოვაციური პროდუქტის „მშვიდი“ ანაბრის სარეკლამო ბუკლეტზე კოლეგა ბანკირების კარიკატურები გამოსახა. ბუკლეტი, რომელიც გაზეთმა “ბანკებმა და ფინანსებმა” გამოაქვეყნა, საქართველოში საბანკო სექტორის განვითარების ისტორიას გადმოსცემს.90–იანი წლების დასაწყისის ასახვის მიზნით, როდესაც საქართველოში ბანკებმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის და „საქართველოს ბანკის“ ყოფილი აქციონერის ელგუჯა სილაგაძის კარიკატურებია გამოსახული, რომლებსაც ხელში მინის ქილები უჭირავთ. 2010 წელს კი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი ქეისით ხელში „სახალხო ბანკის“ ცენტრალურ ოფისში მიდის.
"მშვიდი ანაბარი", როგორც „სახალხო ბანკში“ ირწმუნებიან, საქართველოში ანალოგის არმქონე პროდუქტია, „მშვიდის“  მფლობელებს 7 მსხვილ ბანკში 12–თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთს დამატებული 0,1 პროცენტი დაერიცხებათ, და ეს იმ ფონზე, როცა მიმდინარე წელს ქართული ბანკების დიდი ნაწილი ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გეგმავს. ამასთან, „მშვიდი ანაბარი" ერთადერთი პროდუქტია, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებულ 7 მსხვილ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე განახლებული საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა. თუმცა, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისას "მშვიდ ანაბარზე" განაკვეთი უცვლელი იქნება.Share

No comments: