მოგესალმებით!!!

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ქართველი ბანკირების ელიტარულ სადისკუსიო კლუბში!
გაუზიარეთ თქვენი აზრი და ინტერესი კოლეგებს და გაეცანით მათ იდეებს; ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალებს; მიიღეთ და დატოვეთ კომენტარები საინტერესო თემებსა თუ სტატიებზე

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა
ბლოგის ავტორი „ბიზნესკურიერში“

იპოვე ბლოგში

2/11/2010

მოვალეთა რეესტრი ბანკებს სესხების დაბრუნებაში დაეხმარება

„კრედიტ ინფოში“ მოხვედრილ ადამიანებს ქონების გაყიდვა ემუქრება


პირველი იანვრიდან ამოქმედებულ მოვალეთა რეესტრს პირველი მარტიდან ინფორმაციას უკვე საბანკო სექტორიც მიაწვდის. თანხის ამოღებაზე კი აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებლები იმუშავებენ.
შეგახსენებთ, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვალის დაფარვას 7 დღეში არ მოახდენენ, მოვალეთა რეესტრში მოხვდებიან. ამის შემდეგ მათ ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო დააყადაღებს. დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება. ამ დროისთვის მოვალეთა რეესტრში 500-ზე მეტი ადამიანის მონაცემია. ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოვალეთა რეესტრის არსებობა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათივე მტკიცებით, უცხოელი ინვესტორი, რომელმაც იცის, რომ ქვეყანაში ასეთი სამსახური არ არის, ინვესტიციის განხორციელებისაგან თავს შეიკავებს.

1 comment:

ცოტნე კუტალია said...

საქართველო ლამის ერთადერთი ყვეყანაა, სადაც სესხების სეკურიტიზაცია ჯერ არ დაწyებულა; არადა დასავლეთში აქტივებით უზრუნველyოფილი ფასიანი ქაღალდების ბრუნვა ტრილიონობით დოლარს შეადგენს. ჩვენი ბანკები იზღუდებიან უკვე გაცემული კრედიტებით და ვერ იცილებენ რისკებს, რომლის აღებაზეც ინვესტორები თანახმანი იქნებოდნენ. ბანკებსაც არ დ...ასჭირდებათ "ველური კაპიტალიზმის" ისეთი მეთოდები, რასაც დგეს მიმართავენ მსესხებლების რეკეტირების სახით