მოგესალმებით!!!

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ქართველი ბანკირების ელიტარულ სადისკუსიო კლუბში!
გაუზიარეთ თქვენი აზრი და ინტერესი კოლეგებს და გაეცანით მათ იდეებს; ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალებს; მიიღეთ და დატოვეთ კომენტარები საინტერესო თემებსა თუ სტატიებზე

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა
ბლოგის ავტორი „ბიზნესკურიერში“

იპოვე ბლოგში

1/16/2010

HalykBank საქართველოში 100 ფილიალს გახსნის!


``ჰალიკ ბანკი`` წამყვან ქართულ ბანკებს სერიოზულ კონკურენციას ჰპირდება
საქართველოს საბანკო სექტორში ყაზახური ``ჰალიკ ბანკი`` სერიოზული ამბიციებით შემოდის. ბანკმა ოპერირება ოფიციალურად დღეიდან თბილისში თავისი პირველი ფილიალის გახსნით დაიწყო და როგორც მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ განაცხადა, ქართულ ბაზარზე ისინი საკმაოდ ხმამაღალი პრეტენზებით შემოდიან და წამყვან ბანკებს სერიოზული კონკურენციის გაწევას ჰპირდებიან.

ბანკები თავისუფლებას ითხოვენ?!

Shareფავორიტ ბანკებს მკაცრი რეგულირების ეშინიათ
საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი წარმომადგენელი რობერტ კრისტიანსენი დანიშნა.
ახლადშექმნილმა საბჭომ სააგენტოს მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს, სააგენტოს საქმიანობის კონტროლი განახორციელოს და ზედამხედველობასთან დაკავშირებული დავების განხილვა უზრუნველყოს. საბჭოს უფლებამოსილებებში შედის, ასევე, სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება.Share

ქართველი ბანკირების ბლოგი: საკრედიტო ბარათი საჩუქრად!

ქართველი ბანკირების ბლოგი: საკრედიტო ბარათი საჩუქრად!


ბანკირები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებას აპროტესტებენ
რადიო "კომერსანტი", FM 95,5

„ბიზნემსმენებს ძალიან სწრაფად სურთ გარემოს შეცვლა“

ბანკები რომ სესხებს ვერ გასცემდნენ, ამდენი ბანკის არსებობა გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან ძირითადი ბაზა ბანკებისთვის სწორედ სესხებია. ასე პასუხობს ბიზნემსმენების პრეტენზიებს რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში „თიბისი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ღაძაძე.

შეგახსენებთ: ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ბანკები ბიზნესს ძვირ ფულს სთავაზობენ, რაგდან იაფი ფულის მოსაზიდად ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი არა აქვთ. მისივე თქმით, ბანკები ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევენ და დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ანალოგიურ მოსაზრებას „ტოიოტა ცენტრი კავკასიას“ გენერალური დირექტორი ირაკლი გურჩიანიც იზიარებს.

პაატა ღაძაძის განცხადებით კი ქართულ ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთების შედარება საქართველოს მსგავსი ქვეყნების ბაზრებთან უნდა მოხდეს და არა დასავლეთის ქვეყნებთან, მისი თქმით, ბიზნემსმენებს ძალიან სწრაფად სურთ გარემოს შეცვლა, თორემ საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და სესხების პირობების გამარტივების ტენდენცია არსებობს.

1/14/2010

საკრედიტო ბარათი საჩუქრად!


გსურთ მიიღოთ საჩუქარი ბანკისგან + ჩემგანაც?
უნივერსალური საკრედიტო ბარათი სრულიად უფასოდ! თუ დაფარავთ 30დღის ფარგლებში,– % არ დაგერიცხებათ (თუნდაც მუდმივად ახალი კრედიტის აღების გზით). კრედიტის აღება შეგიძლიათ ხელფასის ცნობის წარდგენის გარეშე, უ%ო 30 დღის შემდეგაც კრედტს აბრუნებთ მაშინ, როცა ამის შეაძლებლობა გექნებათ. ბარათის მიღება არ გაკისრებთ ვალდებულებებს. პასუხისმგებლობას იღებთ მხოლოდ კრედიტის აღებისას უ%ო პერიოდის გათვლისწინებით!
თუკი თქვენს სურვილს პირველად ჩემთან დაკავშირებით გამოხატავთ და სასაჩუქრე ბარათის დამზადებაზე ბანკს მოთხოვნა ჩემს მიერ მიეწოდება–დამატებით დაგასაჩუქრებთ!
ნუ დააყოვნებთ საჩუქრის მიღებას,– დრომ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს! დამიკავშირდით ახლავე 858175884