მოგესალმებით!!!

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ქართველი ბანკირების ელიტარულ სადისკუსიო კლუბში!
გაუზიარეთ თქვენი აზრი და ინტერესი კოლეგებს და გაეცანით მათ იდეებს; ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალებს; მიიღეთ და დატოვეთ კომენტარები საინტერესო თემებსა თუ სტატიებზე

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა
ბლოგის ავტორი „ბიზნესკურიერში“

იპოვე ბლოგში

4/13/2009

ბანკები სესხების გაცემას იწყებენ

„სახალხო ბანკი" საპენსიო სესხების გაცემას დღეიდან განაახლებს. 
„ამ ეტაპზე უპირველეს პრიორიტეტს საპენსიო სესხის აღდგენა წარმოადგენდა, რომლითაც სარგებლობა შეეძლებათ პენსიონერებს, დევნილებს და ყველა იმ კატეგორიის მომხმარებელს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებასა და შემწეობებს „სახალხო ბანკის“ ქსელის მეშვეობით იღებენ~, - განაცხადა „სახალხო ბანკის~ გენერალურმა დირექტორმა. სესხებზე „სახალხო ბანკი~ 40 მლნ ლარის ფინანსურ რესურსს მიმართავს.

1/12/2009

პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია "ტაოპრივატბანკში"


“ტაოპრივატბანკმა" პრობლემური კრედიტების რესტრუქტურიზაცია დაიწყო
“ტაოპრივატბანკმა" გადაწყვეტილება მიიღო და პრობლემური კრედიტების რესტრუქტურიზაციის აქცია დაიწყო. ირკვევა, რომ ბანკი თავის მსესხებლებს პრობლემურ კრედიტებთან დაკავშირებით შეღავათებს სთავაზობს.

ეს არის ფიზიკური პირების სესხების რესტრუქტურიზაციის სქემა, რომელიც არსებულ კრედიტზე ძირითადი ვალისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის შემთხვევაში - საჯარიმო სანქციების ჩამოწერას, ხოლო ნაწილობრივი გადახდის შემთხვევაში დარჩენილი ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. იუწყება რადიო "კომერსანტი"

ბანკის ინფორმაციით, სესხების რესტრუქტურიზაციის აქცია ძალაში 31 დეკემბრამდეა და მხოლოდ განვადებაზე, სამომხმარებლო სესხებზე, საკრედიტო ბარათებზე და იმ სესხებზე ვრცელდება, რომელთა ვადაგადაცილება 90 დღეს აღემატება.

აქციის პირობების თანახმად, მსესხებლის მიერ თავისი ძირითადი დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში მას ჯარიმების 100% ეპატიება. ძირითადი დავალიანების მინიმუმ 30%-ის დაფარვის შემთხვევაში კი - 30%, ხოლო დარჩენილ ძირითად თანხაზე მას ახალი კრედიტი გაუფორმდება

14.12.2009 11:14