-
2/25/2011
5/24/2010
მობილური ბანკინგი
მობილური ბანკინგი ”მაგთიკომისა” და ”ლიბერთი ბანკისგან” ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”მაგთიკომი” საკუთარ
აბონენტებს საშუალებას აძლევს, ”ლიბერთი ბანკში” გახსნან საკუთარი ფულადი ანგარიში, რომლის მართვასაც აბონენტი მობილური ტელეფონით შეძლებს. მაგთის ახალი სერვისის საშუალებით საბანკო ანგარიშის გახსნისას შესაძლებელია რამდენიმე ოპერაციის განხორციელება. კერძოდ, ანგარიშზე თანხის შეტანა, ანგარიშიდან თანხის გამოტანა, თანხის გადარიცხვა მაგთი/ბალის აბონენტებთან, კომუნალური და სხვა დავალიანებების დაფარვა.
5/11/2010
2/13/2010
მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბანკებსაც ზღუდავს
განაკვეთები ყველაზე მაღალი სარგებლის მქონე “ტაოპრივატ ბანკმაც” შეამცირა |
გაზეთ "ეკონომიკური პალიტრის" მიხედვით ბანკები თავის გადასარჩენად მეანაბრეებს საპროცენტო განაკვეთებს უმცირებენ. – ამ შეფასებას გაზეთი “ეკონომიკური პალიტრა” ბანკების იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ აკეთებს, რომლის თანახმადაც ბანკებმა ანაბრებზე პროცენტების შემცირება დაიწყეს. პირველებმა ამის შესახებ საბანკო ბაზრის ლიდერებმა განაცხადეს. “ეკონომიკური პალიტრის” ინფორმაციით კი, ახლა უკვე ლიდერების შემდეგ განაკვეთები შეამცირა “ტაოპრივატ ბანკმაც”. ბანკს, რომელსაც ბაზარზე აქამდე დეპოზიტებზე ყველაზე მაღალი სარგებელი ჰქონდა, განაკვეთები შეამცირა. ამჟამად ბანკი მეანაბრეს ერთ წლიან ვადიან ანაბარზე ლარში 14,5 პროცენტს, დოლარსა და ევროში კი 11 პროცენტს სთავაზობს. |
Labels:
საპროცენტო განაკვეთები
2/12/2010
გურგენიძის ფაქტორი?!
"სახალხო ბანკის" კაპიტალი 25 მილიონით გაიზარდა |
" კაპიტალის გაზრდა ბანკს ფინანსურად გააძლიერებს "
"სახალხო ბანკის" აქციების ნაწილი გაიყიდა. საფონდო ბირჟის ინფორმაციით, ბირჟის გარეთ ვაჭრობის წესით ბანკის აქციები თითქმის 24 მილიონ ლარად გაიყიდა. ჯერჯერობით ახალი აქციონერების ვინაობა საფონდო ბირჟისთვის უცნობია.
ამასთან, „სახალხო ბანკის“ საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც 8 თებერვლით არის დათარიღებული, ირკვევა, რომ „სახალხო ბანკმა“ ახალი აქციები გამოუშვა, რომელთა საფუძველზე მთლიანობაში ბანკის კაპიტალი 25 მილიონით გაიზრდება. აქციების მფლობელები კი „ლიბერთი კაპიტალი“, მის ჯგუფში შემავალი კომპანიები და სხვადასხვა ინვესტორები არიან. მათ შორის ბანკის 39 თანამშრომელი. |
Labels:
სახალხო ბანკი
2/11/2010
მოვალეთა რეესტრი ბანკებს სესხების დაბრუნებაში დაეხმარება
„კრედიტ ინფოში“ მოხვედრილ ადამიანებს ქონების გაყიდვა ემუქრება
პირველი იანვრიდან ამოქმედებულ მოვალეთა რეესტრს პირველი მარტიდან ინფორმაციას უკვე საბანკო სექტორიც მიაწვდის. თანხის ამოღებაზე კი აღსრულების ეროვნული ბიურო და კერძო აღმასრულებლები იმუშავებენ.
შეგახსენებთ, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ვალის დაფარვას 7 დღეში არ მოახდენენ, მოვალეთა რეესტრში მოხვდებიან. ამის შემდეგ მათ ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო დააყადაღებს. დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიყიდება. ამ დროისთვის მოვალეთა რეესტრში 500-ზე მეტი ადამიანის მონაცემია. ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოვალეთა რეესტრის არსებობა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მათივე მტკიცებით, უცხოელი ინვესტორი, რომელმაც იცის, რომ ქვეყანაში ასეთი სამსახური არ არის, ინვესტიციის განხორციელებისაგან თავს შეიკავებს.

2/04/2010
"ბანკი" თუ "ბანკა": კრიზისი სკანდალით დაიძლევა?!
Share ლადო გურგენიძე: ბუკლეტის მიზანი ახალი ანაბრის რეკლამირებაა
ლადო გურგენიძის „სახალხო ბანკმა“ ინოვაციური პროდუქტის „მშვიდი“ ანაბრის სარეკლამო ბუკლეტზე კოლეგა ბანკირების კარიკატურები გამოსახა. ბუკლეტი, რომელიც გაზეთმა “ბანკებმა და ფინანსებმა” გამოაქვეყნა, საქართველოში საბანკო სექტორის განვითარების ისტორიას გადმოსცემს.90–იანი წლების დასაწყისის ასახვის მიზნით, როდესაც საქართველოში ბანკებმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის და „საქართველოს ბანკის“ ყოფილი აქციონერის ელგუჯა სილაგაძის კარიკატურებია გამოსახული, რომლებსაც ხელში მინის ქილები უჭირავთ. 2010 წელს კი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი ქეისით ხელში „სახალხო ბანკის“ ცენტრალურ ოფისში მიდის.
"მშვიდი ანაბარი", როგორც „სახალხო ბანკში“ ირწმუნებიან, საქართველოში ანალოგის არმქონე პროდუქტია, „მშვიდის“ მფლობელებს 7 მსხვილ ბანკში 12–თვიან ვადიან ანაბარზე დაფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთს დამატებული 0,1 პროცენტი დაერიცხებათ, და ეს იმ ფონზე, როცა მიმდინარე წელს ქართული ბანკების დიდი ნაწილი ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გეგმავს. ამასთან, „მშვიდი ანაბარი" ერთადერთი პროდუქტია, რომლის სარგებელიც ავტომატურად გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებულ 7 მსხვილ ბანკს შორის 12 თვიან ვადიან ანაბარზე განახლებული საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა. თუმცა, ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებისას "მშვიდ ანაბარზე" განაკვეთი უცვლელი იქნება.Share

თიბისი ბანკი,
სახალხო ბანკი
Subscribe to:
Posts (Atom)