მოგესალმებით!!!

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა ქართველი ბანკირების ელიტარულ სადისკუსიო კლუბში!
გაუზიარეთ თქვენი აზრი და ინტერესი კოლეგებს და გაეცანით მათ იდეებს; ჰკითხეთ რჩევა პროფესიონალებს; მიიღეთ და დატოვეთ კომენტარები საინტერესო თემებსა თუ სტატიებზე

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა

„ბიზნესკურიერი“–საუკეთესო ბიზნესTVპროგრამა
ბლოგის ავტორი „ბიზნესკურიერში“

იპოვე ბლოგში

1/16/2010



ბანკირები განვითარებულ ქვეყნებთან შედარებას აპროტესტებენ
რადიო "კომერსანტი", FM 95,5

„ბიზნემსმენებს ძალიან სწრაფად სურთ გარემოს შეცვლა“

ბანკები რომ სესხებს ვერ გასცემდნენ, ამდენი ბანკის არსებობა გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან ძირითადი ბაზა ბანკებისთვის სწორედ სესხებია. ასე პასუხობს ბიზნემსმენების პრეტენზიებს რადიო „კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში „თიბისი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ღაძაძე.

შეგახსენებთ: ცნობილმა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ბანკები ბიზნესს ძვირ ფულს სთავაზობენ, რაგდან იაფი ფულის მოსაზიდად ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი არა აქვთ. მისივე თქმით, ბანკები ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევენ და დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია. ანალოგიურ მოსაზრებას „ტოიოტა ცენტრი კავკასიას“ გენერალური დირექტორი ირაკლი გურჩიანიც იზიარებს.

პაატა ღაძაძის განცხადებით კი ქართულ ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთების შედარება საქართველოს მსგავსი ქვეყნების ბაზრებთან უნდა მოხდეს და არა დასავლეთის ქვეყნებთან, მისი თქმით, ბიზნემსმენებს ძალიან სწრაფად სურთ გარემოს შეცვლა, თორემ საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და სესხების პირობების გამარტივების ტენდენცია არსებობს.

No comments: