-
1/12/2009
პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაცია "ტაოპრივატბანკში"
“ტაოპრივატბანკმა" პრობლემური კრედიტების რესტრუქტურიზაცია დაიწყო
“ტაოპრივატბანკმა" გადაწყვეტილება მიიღო და პრობლემური კრედიტების რესტრუქტურიზაციის აქცია დაიწყო. ირკვევა, რომ ბანკი თავის მსესხებლებს პრობლემურ კრედიტებთან დაკავშირებით შეღავათებს სთავაზობს.
ეს არის ფიზიკური პირების სესხების რესტრუქტურიზაციის სქემა, რომელიც არსებულ კრედიტზე ძირითადი ვალისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის შემთხვევაში - საჯარიმო სანქციების ჩამოწერას, ხოლო ნაწილობრივი გადახდის შემთხვევაში დარჩენილი ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. იუწყება რადიო "კომერსანტი"
ბანკის ინფორმაციით, სესხების რესტრუქტურიზაციის აქცია ძალაში 31 დეკემბრამდეა და მხოლოდ განვადებაზე, სამომხმარებლო სესხებზე, საკრედიტო ბარათებზე და იმ სესხებზე ვრცელდება, რომელთა ვადაგადაცილება 90 დღეს აღემატება.
აქციის პირობების თანახმად, მსესხებლის მიერ თავისი ძირითადი დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში მას ჯარიმების 100% ეპატიება. ძირითადი დავალიანების მინიმუმ 30%-ის დაფარვის შემთხვევაში კი - 30%, ხოლო დარჩენილ ძირითად თანხაზე მას ახალი კრედიტი გაუფორმდება
14.12.2009 11:14
Labels:
ვალების რესტრუქტურიზაცია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment